ირაკლი მეძმარიაშვილი და გივი მიქანაძე გურიის რეგიონის ახალგაზრდობის საკითხებს გაეცნენ

Wednesday March 1st, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ოზურგეთში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ, მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. ​გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0