ირაკლი კუჭავა, ბუკისციხის და დაბლაციხის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

06/07/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ბუკისციხის და დაბლაციხის თემში იმყოფებოდა. მერმა მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ბუკისციხის სამ უბანში ბეტონის ასასვლელები დაიგო. დაბლაციხეში ასასვლელად რთული მონაკვეთების მოასფალტება დასრულდა და ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება 104 130 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0