ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მდინარე კალაშას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაათვალიერა. შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დაკვეთით, საქართველოს მთავრობასთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობა დაიწყო, რომლის ჯამური სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. ამჯერად, პირველი საფეხურის (5 მეგავატი) მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა მერს განუცხადეს, მშენებლობაზე, ჯერჯერობით, 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. სამუშაოების მოცულობის ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის მშენებლობას. ტურბინებამდე წყლის ნაკადის მიწოდება განხორციელდება მიწისქვეშ განთავსებული მილების მეშვეობით, რაც ეკოსისტემის შეცვლასა და გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმადე შეამცირებს.
ირაკლი კუჭავამ, მდინარე კალაშას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაათვალიერა
08/06/2018