ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

29/07/2021

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხები, ლარის კურსი, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, საბანკო სფეროში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებებით სებ-ის სამოქმედო გეგმები. ასევე საუბარი შეეხო პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0