ირაკლი კობახიძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

12/01/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორთან, ფელიქს ჰეტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფონდის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხიც. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ყოფილი რეგიონული დირექტორი, იულია ბლეზიუსი და ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ია თიკანაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0