ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

08/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები იყო.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიღწეული პროგრესი განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციას და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ სენატორს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ჯიმ რიშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0