ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

27/02/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის – ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0