ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება

20/09/2017

„ამ დასკვნიდან იკითხება აშკარად სულ მცირე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დეპუტატთა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სათანადოდ არ არის შესწავლილი ფაქტები და გარემოებები.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, რომ გამოვეხმაურო ამ საკითხს. საქმე ეხება ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ კერძოდ არ არის შესწავლილი ფაქტები, გარემოებები და ასე, სამწუხაროდ, ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაც ბუნებრივია, არ არის დადებითად შესაფასებელი ქმედება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0