ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

Sunday April 7th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დოჰაში ვიზიტის პირველი დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები საო ტომე და პრინციპეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დელფის დას ნევესთან, ჯიბუტის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჰოუმედთან და ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ნგუიენ ტი კიმ ნგანთან გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღესვე, მალდივების სახალხო მეჯლისის ვიცესპიკერს, მუსა მანიკუსს შეხვდა. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა იყო. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას. ქართულმა მხარემ პარლამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხი დააყენა, რაც სამომავლო თანამშრომლობისთვის სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის. ასევე, იმსჯელეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის საკითხზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0