ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

Sunday July 17th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე, ელისო ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძე, ალეკო ტაბატაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.
19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0