საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამერიკელ სენატორებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სენატორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ამერიკელი სენატორები არიან საქართველოს განსაკუთრებული მეგობრები. სენატის მიერ დამტკიცებულ მთელ რიგ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა, რაც გვეხმარება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამერიკელი სენატორების როლი ასევე მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.