საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს და ევროკავშირს ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. საუბარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას შეეხო. ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გამახვილდა. ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები გააცნეს. მხარები შეთანხმდნენ, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა
26/01/2019