ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა

08/09/2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა
„ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ათეული:
1. გიორგი კვირიკაშვილი
2. კახა კალაძე
3.ირაკლი კობახიძე
4.თამარ ჩუგოშვილი
5.გიორგი გახარია
6.აკაკი ზოიძე
7.თამუნა ხულორდავა
8. რომან კაკულია
9.სოფო ქაცარავა
10.ირინა ფრუიძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0