ირაკლი კობახიძემ და IMPAQ International-ის დელეგაციამ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაზე იმსჯელეს

11/06/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IMPAQ International-ის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საპარლამენტო ზედამხედველობაზე იმსჯელეს და როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის მეტად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. IMPAQ International, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებას“ ახორციელებს შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0