ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

Monday December 2nd, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სფეროს და ის წარმატებას მოუტანს ქვეყანას როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მიღწევებში ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0