საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაეროს ელჩებს უმასპინძლა.
გაეროსთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები
საქართველოში საინფორმაციო ტურის ფარგლებში იმყოფებიან. ელჩები საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავენ.
ირაკლი კობახიძემ გაეროს ელჩებს უმასპინძლა
02/05/2017