,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აშშ–სსახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო- ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფერო. როგორც აშშ–ს სახელმწიფომდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, აშშ-ს ინტერესებშია საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და ამ მიზნის მიღწევის გზაზე საქართველოს ქმედითად დაეხმარება. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ამერიკელ კოლეგას, პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში აქტიური მხარდაჭერის ფორმებზე საკუთარი ხედვა გაუზიარეს.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისპერსპექტივებზე. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოსმშვიდობიანი საარჩევნო წელი. მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ამ არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც დაეხმარება საქართველოს განამტკიცოს მოწინავე ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
ირაკლი ალასანია ვიქტორია ნულანდს შეხვდა
13/01/2016