დუშეთის ხელოვნების ცენტრში (ყოფილი მუსიკალური სკოლა) ხელოვნური განაყოფიერების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ,,ინ ვიტრო’’-ს საქველმოქმედო აქცია გამართა, სადაც 50-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობას კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს:
მაკრინე უშიკიშვილი – ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი
თამარ გულბანი – მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი
გიორგი დოლოძე – გინეკოლოგი, ქირურგი-ლაპაროსკოპისტი
თეა ხუროძე – ექიმი-ენდოკრინოლოგი
ნინო სანიკიძე – ექიმი-რადიოლოგი
დუშეთის მოსახლეობისთვის სამომავლო ერთობლივ გეგმებზე კლინიკის წარმომადგენლებს ესაუბრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.
“ინ ვიტრო” –ს საქველმოქმედო აქცია დუშეთში
16/05/2016