ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სამშენებლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

19/10/2022

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ შპს “ჯორჯიან მანგანეზის” პროექტების მენეჯერ ეკა შავლაძესთან და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, “საშევარდნოს” კლდეზე მშენებარე გადმოსახედი სივრცე და ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ორივე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სამშენებლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. “საშევარდნოს” კლდეზე ქალაქზე გადმოსახედი სივრცის მოწყობა ითვალისწინებს: საფეხმავლო ბილიკების, გაზონების გამწვანების, გარე განათების, ძელსკამების, მოაჯირების, საპარკინგე სივრცისა და სველი წერტილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ობიექტამდე მისასვლელი საავტომობოლო გზის მოწყობა.პროექტის განხორციელების მიზნით 1 123 456 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მეკა” ასრულებს. ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სათვალთვალო ბორბალი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები. პროექტის მიხედვით ასევე დაგეგმილია – ადმინისტრაციული შენობის, გაზონების, გამწვანების, ძელსკამების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” თანამონაწილეობით ხორციელდება. სამუშაოებს შპს “როუდ ქონსტრაქშენი” ახორციელებს. ორივე პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0