ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა. ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სველი წერტილები და ღია ფარდული. ახლადაშენებული რიტუალების სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მომდევნო ეტაპზე ახალი რიტუალების სახლის ინვენტარით აღჭურვაც იგეგმება.
“ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას ჩვენ, უპირველესყოვლისა, მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ამის ნათელი მაგალითი ქვემო ბოლნისში აშენებული ახალი რიტუალების სახლია. ადგილობრივები ახალი რიტუალების სახლის მშენებლობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება სწორედ ჩვენ შევძელით. პროექტი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელება კვალავაც აქტიურად გაგრძელდება”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.