პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT-ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანაორგანიზებით ჩატარდა. სხდომას ასევე დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთერთი წამყვანი ქვეყანაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მიმართულებით, ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი IT-ინდუსტრიისთვის.
სავაჭრო მისიაში ლიტვის უმსხვილესი IT-კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მისიის მსვლელობისას გამოცდილებას გაუზიარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის სამთავრობო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებსაც.
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომა გაიმართა
19/09/2016