ინტენსიური პარტნიორობა არსებობს კოალიციის რეჟიმში

05/03/2016

არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება, – განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდრმა გია ვოლსკიმ. მისი მოსაზრებით, შესაძლოა დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, რომელიც ადრე “რესპუბლიკურმა პარტიამ” წამოწია.

“ინტენსიური პარტნიორობა არსებობს კოალიციის რეჟიმში. არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა, კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება. ორმხრივი შეთანხმების პრაქტიკა “ქართულ ოცნებას” გააჩნია, მაგალითად, მომორანდუმი აქვს “სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან”, თუმცა ეს რასაკვირველია, სხვა ხარისხია, ეს არის პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალა, პარლამენტში თავისი ლიდერით. არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შევქმნათ საგანგებო რეჟიმი, შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე იყო ასეთი საკითხი “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან წამოწეული. ყველა საკითხი გადაწყვეტილი იქნება კოალიციურ რეჟიმში,”-განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0