ინდოეთის საარჩევნო კომისია საქართველოს გამოცდილებას იზიარებს

04/11/2016

ინდოეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს გამოცდილებას იზიარებს – ცესკოს სწავლების ცენტრის „ქოლგების აქციამ“, რომელმაც აქტიური ამომრჩევლები „საარჩევნო ქოლგის” ქვეშ გააერთიანა, ჩვენი უცხოელი კოლეგებიც დააინტერესა და პროექტი „საარჩევნო ქოლგები“ ინდოეთშიც განხორციელდა. ამომრჩეველთა საარჩევნო/სამოქალაქო განათლების შესახებ ცესკოსა და სწავლების ცენტრის პროექტები, მათ შორის „ქოლგების აქცია“, უცხოელ კოლეგებს ინდოეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გააცნო. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის წახალისების მიზნით „ქოლგების აქცია” მცხეთასა და თბილისში გაიმართა. მოქალაქეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა საინფორმაციო მასალა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი ბუკლეტები დაურიგეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0