იმერეთში 38 838 ოჯახს პრეპარატები გადაეცემა

Wednesday October 4th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადასცა. პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში,სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება. ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია(მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას გადაეცემა მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf).მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. სახელმწიფოს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლეობით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. მათი დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს სამეგრელოს,გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0