იმერეთში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღინიშნა

06/10/2017

ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სპორტული და გასართობი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისში დაგეგმილ აქტივობებს შეუერთდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მინი მარათონი მოეწყო, რომელშიც ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოყვარული სპროტსმენები მონაწილეობდნენ. ასევე, სპორტული შეჯიბრები გაიმართა: ბადმინტონში, კარატესა და ჭადრაკში. დღე სპორტული ვიქტორინითა და კონცერტით დასრულდა. დღესვე, იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის მე– 15 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც “ოლიმპიური ხეივნის” გაშენებაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებთან ერთად რამდენიმე ძირი ნაძვი დარგო. ოლიმპიზმის დღე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. მთავარი ღონისძიება, რაც ამ დღეს უკავშირდება, გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0