იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორები: ბესიკ გოფოძე და იოსებ ხახალეიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანგებო სიტუაციების დროს, რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტებმა, რათა ოპერატიულად მიიღონ ინფორმაციები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ასევე, ისაუბრეს რთულ სიტუაციებში როგორ დასახონ სტრატეგია, შექმნან ჯგუფები და გადაანაწილონ ფუნქციები.
შეხვედრის ჩანიშვნის აუცილებლობა კანონში “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანამ გამოიწვია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს
01/10/2018