იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

21/09/2019

მოსახლეობასთან შეხვედრები იმერეთში გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე სოფლების: კუხის, გუბის და ახალშენის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათგან პრიორიტეტები მოისმინეს. ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და გამოთქვეს მზაობა მომავალში ჩაერთონ, რათა განავითარონ სოფლის მეურნეობა და ისარგებლონ გამოყოფილი დაფინანსებით.
სამივე სოფლის მოსახლეობამ სამთავრობო გუნდის წევრებს არსებული საჭიროებები გააცნო. შეხვედრებზე რამდენიმე პრობლემური მიმართულება გამოიკვეთა. ადგილობრივები სამელიორაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაციას, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და სოფლად ინტერნეტით უზრუნველყოფას ითხოვენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0