იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან სივრცითი დაგეგმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ონლაინ ჩართვისას თითოეულმა მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა წინადადებები, იმ ლოკაციებისა და შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით პირველ ეტაპზე განიხილეს ქუთაისის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული წინადადებები. აღნიშნულ შეთავაზებებზე სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და შესაბამისს ღონისძიებებს გაატარებს. იმერეთი არის საპილოტე რეგიონი, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომავალში განიხილავს მუნიციპალიტეტების სივრცითი დაგეგმარების შესახებ არსებულ წინადადებებსა და პროექტებს, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. მიმდინარე პროცესში ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული.
იმერეთი არის საპილოტე რეგიონი
18/05/2021