იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2016 წლის პროექტებზე იმსჯელეს

23/08/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ალავიძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი, მინდია ღლონტი იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები. ასევე, ისაუბრეს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებსა და დაგეგმილ პროექტებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0