სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარსა და სოფელ ტოლებში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელები ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ გახსნეს.
ახალი გაზსადენის საშუალებით, ქსელზე მიერთებას 316 პოტენციური აბონენტი შეძლებს, მათ შორის: სოფელ ჭოგნარში 163 ოჯახი, რომელთაგანაც 63 ოჯახი უკვე მიერთებულია ქსელზე, ხოლო სოფელ ტოლებში 153 ოჯახი, რომელთა ქსელზე მიერთება გუშინ დაიწყო.
დღეისათვის, იმერეთის რეგიონში აშენებულია 618 კილომეტრიანი მილსადენი და გაზიფიცირებულია 15 200 პოტენციური აბონენტი. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია 600 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც კიდევ 15 000 აბონენტს მისცემს ქსელზე მიერთების საშუალებას.
იმერეთის რეგიონში სოფლების გაზიფიცირება გრძელდება
03/06/2016