იმერეთის “თეატრალური ფესტივალი 2017” დასრულდა

15/06/2017

იმერეთის “თეატრალური ფესტივალი 2017” დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში ბოლო სპექტაკლით, “იავნანამ რა ჰქმნა”, მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრის დასი წარსდგა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილი ,,შერეკილები“ დასახელდა. გამარჯვებულებს საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს. წელს პირველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შემსრულებლებისთვის ნომინაცია დააწესა და სპეციალური პრიზები გადასცა. თეატრალური ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები არიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0