იმერეთის დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა

12/04/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიგა ღავთაძე სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრნენ. აღნიშნული ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს იმერეთსა და ფრიბურგის კანტონს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიცირებას, იმერეთის პოტენციალისა და შესაძლებლობების გაცნობას შვეიცარიული მხარისათვის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ფრიბურგის კანტონის პრეზიდენტთან მარი გარნიესთან და ფრიბურგის უნივერსიტეტის რექტორთან ასტრიდ ეპინესთან. დელეგაცია მოინახულებს სოფლის მეურნეობის საწარმოებს, ასევე ხეზე და ტყის ნარჩენებზე მომუშავე უახლეს ელექტროსადგურს. შეხვედრები გაიმართება ფრიბურგის კანტონის ტურიზმის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთანაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0