იმერეთის გუბერნატორმა შვეიცარიელ სტუმრებს უმასპინძლა

21/04/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, შვეიცარიიდან ჩამოსულ დელეგაციას შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. “BASM ჰოლდინგის” პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ბერნად სტროიზო-მოუგინმა პრეზენტაცია გააკეთეს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გამოყენების ეფექტურობაზე მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

,,საოცარად შთამბეჭდავი და ინფორმაციულად დატვირთული პრეზენტაცია ვიხილეთ, ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის და წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ინვესტიციების მოზიდვა, პროექტების განხორციელება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა შვეიცარიელ პარტნიორებთან შედგება“ – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

საქართველოში, კერძოდ კი წყალტუბოში, ახალი საწარმოს გახსნის პერსპექტივებსა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას “BASM ჰოლდინგის” მმართველებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის მდებარეობა და კლიმატი, ახალი პროექტის განხორციელების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. მათივე თქმით, დღეს მომავალი თანმშრომლობის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იმერეთის სამხარეო ადმინტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პირველი პირების განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ადგილობრივების დასაქმებისთვის კიდევ ერთ ძალიან კარგ პერსპექტივას შექმნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0