იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა გრიგოლ დალაქიშვილმა დაიკავა, რომელიც ამ დრომდე თვითმმართველი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გრიგოლ დალაქიშვილის საკურატურო სფეროებს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა წარმოადგენს.
იმერეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე წარადგინა
21/08/2017