იმერეთის გუბერნატორი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო

01/09/2018

იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ ოჯახთან ერთად, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და მოლაშქრეთა ჯგუფმა ხარაგაულში, ნუნისის ტყეში “ბერების კლდე“ დაათვალიერეს. ტურისტული მარშუტის ფარგლებში მოხალისეებმა 5 კილომეტრი ფეხით გაიარეს.
ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც “ბერების კლდეს” ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული. გადმოცემის თანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგანვე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა “ბერების კლდეს”.
ლაშქრობის შემდეგ იმერეთის გუბერნატორი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0