იმედი გვაქვს, რომ ევროპულ სასამართლოს საქართველოს მხრიდან ახალი მოსამართლე დღეს ეყოლება

10/10/2017

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს მოსამართლე ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 29 სექტემბერს კომიტეტის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, ლადო ჭანტურიამ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის ხმები მიიღო.
“შესაბამისად, ლადო ჭანტურია დღეს ხმის მიცემის ბიულეტენზე პირველ ნომრად არის წარმოდგენილი. კომიტეტის გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეისთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენ ველოდებით დღის ბოლოს კენჭისყრის შედეგებს და გვაქვს იმედი, რომ ევროპულ სასამართლოს ეყოლება საქართველოს მხრიდან ახალი მოსამართლე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0