ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წელი შესრულდა

Wednesday November 8th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ყვარელში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი ბარელიეფი ყვავილებით შეამკეს, სახლმუზეუმის ეზოში სასულიერო პირებმა წმინდა ილია მართლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო, წელს “ილიაობა” მოკრძალებულად აღინიშნა. ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0