უკრაინის საელჩოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ილია ზაქაიძის კულტურის სახლში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება “საქართველო – ჩემი სიყვარული, გულში – უკრაინა” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების გამოფენა “თანამედროვე უკრაინული ხატი”; დამთვალიერებელს ასევე საშუალება მიეცა გაცნობოდა ძველებური უკრაინული თავსაფრებისა და ტრადიციული ნაქარგი პირსახოცების შექმნის ტექნიკას.
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს: უკრაინის დამსახურებულმა არტისტმა ივანა კოტიაშ-ელერდაშვილმა და დუშეთის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა “ქალილომ“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოვპაკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.
ილია ზაქაიძის კულტურის სახლში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება ,,საქართველო – ჩემი სიყვარული, გულში – უკრაინა” გაიმართა
08/07/2019