ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

15/09/2020

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია წლის ბოლომდე ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას. წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0