იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

02/04/2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტესტირება. ასევე, სოფელებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. არსებულ სიტუაციას ადგილზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მოქალაქეების უსაფრთხოების და პრევენციის მიზნით მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

“პრევენციის მიზნით და მოსახლეობის უსაფრთხოების გამო სამ სოფელში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ხდება სოფლებში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმო-შემოწმება და საჭიროებისამებ, ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით რეგიონში 30 დადებითი შემთხვევა დაგვიფიქსირდა. მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დაიცვან რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“- აღნიშნა რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0