იაპონიის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

15/11/2016

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, იაპონიის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რაც უცხოური ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, გუბერნატორის მოადგილემ გურამ ამირიძემ და ააიპ „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლისგან ჰასეგავა ტომონორისგან საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. მხარეებმა იმსჯელეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მოწყობის შესახებ. თანამშრომლობის შემთხვევაში მოეწყობა სხვადასხვა პროფილის სოციალური საწარმოები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება ხელობის სწავლაც და დასაქმებაც. მოეწყობა სადემონსტრაციო ენერგოეფექტური სათბური, რაც გულისხმობს, მინიმალური დანახარჯებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დევნილთა დასახლებაში მცირემიწიანი რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას და უკეთესი რეზულტატის მიღებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0