თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას

18/07/2018

„თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებზე იქნება პასუხები, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება სამართალდამცავ ორგანოებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ნებისმიერ სამინისტროში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ კუთხით, პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუ ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით, მსხვილი ტენდერები, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0