თუ კაცი მოინდომებს, დამიჯერეთ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება

15/05/2020

ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ დიდი სტიმული აღმოჩნდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მოსახლეობისთვის. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ცაგერელ ფერმერს ამირან ხეცურიანს შეხვდა და სასოფლო-სამუერნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ფერმერი მეხუთე წელია, საკუთარ მიწაზე ქერისა და სიმინდის ყანებს ამუშავებს. ქერის მოსავლის მოყვანა ლეჩხუმისთვის უძველესი და მივიწყებული ტრადიციაა. წლების წინ ფერმერმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და დასახულ მიზანსაც, სახელმწიფოს დახმარებით, მალევე მიაღწია. პროექტებში მონაწილეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოფლისა და სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს დახმარებით ახერხებს. როგორც ამირანი აღნიშნავს, მოსავალს ორჯერ იღებს – გაზაფხულზე ქერს, შემდეგ თესავს სიმინდს, შემოდგომაზე სიმინდს და ისევ ქერს.სახელმწიფოს დაფინანსებით ტექნიკა შეიძინა, მოსავლის უმეტეს ნაწილს საკუთარი მეურნეობისთვის იყენებს.

„თუ კაცი მოინდომებს, დამიჯერეთ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, უამრავი პროგრამა და პროექტია, ვისაც სოფლის მეურნეობა და მიწა უყვარს, უკეთესს ვერაფერს გააკეთებს“. არჩილ ჯაფარიძე ფერმერს მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას რეგიონში დიდი პერსპექტივა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან, პანდემიის პირობებში გლეხისთვის მხარდაჭერის გამოცხადება კი ბევრს დააფიქრებს იმ სიკეთეებზე რაც სოფელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0