აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ რა ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ყველამ გააკეთა, ვფიქრობ, ამომწურავი კომენტარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
„მათ განმარტება მისცეს, როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არაერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და, სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ,- უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, მე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით ვდგავართ და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ. ჩვენ კარგად გვესმის და მინდა ყველას შევახსენო, ალბათ, გახსოვთ, არავის არ გახსენებია, არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ ჩვენ ყველამ, არის ამორალური საქციელი. ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, მაშინ, როდესაც ვუყურებთ ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, რომ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსა და მიზანს მიაღწიონ”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, – არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, – არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საკითხი არასწორად წარმოაჩინეს.
„ახლა მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის, მესმის მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს, წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ რომ მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. იცით თქვენ, ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა მიმართა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს და აღნიშნა, რომ თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხაროდ, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, მიუხედავად ამ კომპეტენტური კოალიციური განმარტებებისა, არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას. თქვენ იცით, რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ჰო, რა მარტივად არის საქმე. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.
„დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო და მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო, თუ არ ვცდები, ამ პროგრამის დაფინანსება, პირველ რიგში, მან შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამაზე. აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს. ასევე ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ ინსტრუქციებს, მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. მე მინდა ბოლოს ვუთხრა, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10 მლნ-ზე საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფრო ცუდად წავა საქმე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოსი, მთავრობის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს. ამიტომ, საჭირო არის ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა. დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მთელ მსოფლიოში, 200 ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას. ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი.
„მთელ მსოფლიოში, 200 ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას. ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მლნ-ს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრსა და აზრებს,” – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ფარისეველ პოლიტიკოსებს, დაასრულონ ამორალური ქმედება და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის.
„აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ასევე ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ყველასთან, ამერიკასთან და, როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომ მათი ეს ყოველგვარი ამორალური ქმედება, და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამას.
„ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე, დაახლოებით, ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ასე არ არის, ბატონო ზურა?! ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები. უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომლებიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება,”- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა აგრეთვე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედ სხვა პროგრამებზე. მე მინდა ასევე ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, თუ რა პოლიტიკას ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ. ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 223 000 ბავშვს, თვეში, ყოველ თვე ვაძლევთ 200 ლარს, 200-ლარიან დახმარებას. ამისთვის გამოყოფილი არის 465 მლნ ლარი, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით.
„მე მინდა შევახსენო აი, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩართული არიან ამ კამპანიაში. 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის არ აძლევდნენ, არც ბავშვებს და არც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს დაფინანსებას, – 0 ლარი იყო. 1-ელი ივლისიდან იქნება 200 ლარი. დღეს არის 150 ლარი თითო ბავშვზე დახმარება. ჩვენ ძალიან მარტივად გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ 3 მილიონზე მეტი ბენეფიციარის. 3 მლნ ჩვენს მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა. რა ხდებოდა 2012 წლამდე, – ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 145 მლნ, თუ არ ვცდები, აი, ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად. ჩვენ 7 მილიარდი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში. თქვენ გახსოვთ, რომ არათუ აქონდროლპაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება, საერთოდ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად უწევდათ ბინების გაყიდვა, ავტომობილების გაყიდვა და ა.შ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებას და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური/ფატალური შედეგით მთავრდებოდა. აი, ეს მდგომარეობა იყო. ეს ადამიანები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, თურმე, ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის მქონე დაავადების ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა და სიყალბე. ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე, დაახლოებით, ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ასე არ არის ბატონო ზურა?! ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები. უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომლებიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება. ასევე იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს და ჩვენს შვილებს, ბაღების მშენებლობა იქნება ეს, – 885 ბაღების მშენებლობა დავიწყეთ და რეაბილიტაცია, 800 სკოლის მშენებლობა – რეაბილიტაცია არის დაწყებული, აქტიურ ფაზაში არის. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას. აი, ამ თემაზე მინდოდა გამეკეთებინა კომენტარი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა, გავაკეთებთ მაქსიმუმს. მაგრამ ამას ჭირდება დრო და ნაკლები ემოციები. მე მესმის ყველა ადამიანის და მათ შორის მათი, რომელთა შვილებიც არიან აი, ამ მძიმე დიაგნოზით. მაგრამ ჩვენ მათ გვერდში ვიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, ძალიან მალე. თანხაზე არ არის საუბარი და ძალიან გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს და მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რომ თანხაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ამ ადამიანებს. როცა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები არ აკეთებენ, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს, 200 ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი,”- განაცხადა პრემიერმა.