„ქვეყნის ინტერნეტიზაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში, შესაბამისად, თუშეთის ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ამერიკაში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი ISOC, რომელმაც პირდაპირი კონტრიბუცია განახორციელა ამ პროექტისთვის და ასევე „თუშეთის განვითარების ფონდი,“ რომელიც ინტერნეტიზაციის გარდა, ამ მხარეში კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკმაოდ ჩაკეტილი რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებას, ასევე აჩვენებს ხარისხს, განწყობას და დამოკიდებულებას იმ ტურისტებისადმი, რომლებიც თუშეთს სტუმრობენ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი
12/09/2017