თუშეთობა – 2018

07/08/2018

თუშეთობის დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას- მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნიდან მოყოლებული, აგვისტოს თვეში, პირველ შაბათ-კვირას, ყოველწლიურად აღინიშნება. სწორედ 4 აგვისტოს უამრავი ტურისტი, მოწვეული სტუმარი და ადგილობრივი მოსახლეობა “თუშეთობა – 2018”-ს აღნიშნავდა. ღონისძიებას ორგანიზებას და მოწვეულ სტუმრებს მეგზურობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელი პირები უწევდნენ. სოფელ ომალოში, ვიზიტორთა სახლის ტერიტორიაზე, იქ მყოფებს საშუალება ჰქონდათ დაეთავლიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში, დაეგემოვნებინათ თუშური კერძები, ახლოს გაცნობოდნენ თუშურ სამზარეულოს და კულტურას. ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან ერთად ესწრებოდნენ კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა –თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, აბბა – ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, პარლამენტის წევრები და სხვა ხელმძღვანელი პირები. ”თუშეთობა -2018” – ის ფარგლებში, გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილობრივ მეცხვარეებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები და მეცხვარეების გაერთიანების, კოოპერატივის შექმნასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. “თუშეთობა – 2018”-ის ღონისძიებაზე ახალგაზრდა და გამოცდილი მეცხვარეები დააჯილდოვეს სიგელებით. ასევე გაიმართა დოღი. “თუშეთობა – 2018” კონცერტით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0