თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს

Saturday July 16th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
საბჭო იმ დისციპლინური ზომების განსახილველად შეიკრიბა, რომლის გამოყენებასაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მიიღებდნენ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0