თურქეთში ყველა პედაგოგს და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

Wednesday July 20th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთში მოღვაწე ყველა პედაგოგს და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, თურქეთის განათლების საბჭომ განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვა „განსაკუთრებული ბრძანების მიღებამდე“ იმოქმედებს.
თურქეთის მთავრობამ აკრძალვა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღო.
განათლების საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეცნიერები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, სამშობლოში დაუყონებლივ უნდა დაბრუნდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0