თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

Saturday July 16th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, შესაბამისი განცხადება თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TRT -ს ეთერში წამყვანმა წაიკითხა. ადგილობრივი მედიის ცნობით , სტამბოლში სამხედროებმა აეროპორტებსა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი დაამყარეს. სამხედროების განცხადების თანახმად, თურქეთს „სამშვიდობო საბჭო“ მართავს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ანკარასა და სტამბოლში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, ქუჩებში ტანკები, საჰაერო სივრცეში კი ვერტმფრენები პატრულირებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადატრიალების მონაწილეებმა თურქეთის გენშტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი ტყვედ აიყვანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0