თურქეთში ამბოხის ბრალდებით 6 ათასამდე ადამიანი დააკავეს

Sunday July 17th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთში, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ბოლო მონაცემებით, ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საინფორმაცია სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი.
დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან.
ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0